11 იანვარი 2026,   23:29
ვრცლად
ივანიშვილის ხეების გადამზიდი კომპანიის წარმომადგენლებთან შელაპარაკების გამო დაკავებულ ენმ-ის წევრთან ადვოკატს არ უშვებენ

ივანიშვილის ხეების გადამზიდი კომპანიის წარმომადგენლებთან შელაპარაკების გამო დაკავებულ ნაციონალური მოძრაობის წევრთან ადვოკატს არ უშვებენ. ნახევარ საათზე მეტია ელგუჯა ბაგრატიონის ადვოკატი აჭარის შს სამინისტროს პოლიციის სამმართველოსთან იმყოფება და შიგნით შესვლას უშედეგოდ ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ბაგრატიონი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ხის გადატანის გამო გადაკეტილ მოძრაობასთან დაკავშირებით, კომპანია ზიმოს ახსნა-განმარტებები და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა. ამ ფაქტს კომპანიის წარმომადგენლებსა და უმაღლესი საბჭოს წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები