2018 წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ე.წ. ბუხმესეს საპატიო სტუმარი საქართველოა. მსოფლიოს ყველაზე დიდ ლიტერატურულ ფესტივალს 550 წლის ისტორია აქვს. ყოველი წლის ოქტომბერში, ქალაქის ერთ უბნისხელა ტერიტორიაზე ის ინდუსტრიის ლიდერებს 100-ზე მეტი ქვეყნიდან კრებს. ყოველწლიურად ჰყავს 300 ათასი ვიზიტორი და მხოლოდ 1 საპატიო სტუმარი.
ფრანკფურტერ ბუხმესეს 3 ოფიციალური ენა აქვს - გერმანული, ინგლისური და იმ ქვეყნის ენა, რომელსაც საპატიო სტუმრად ასახელებს. ბაზრობას გერმანიის ხელისუფლების უმაღლესი პირები ხსნიან.
საპატიო სტუმრის სტატუსის მოსაპოვებლად მუშაობა 2009 წელს დაიწყო. უზარმაზარი კულტურისა და ეკონომიკის სახელმწიფოებთან კონკურენციაში საქართველოს გამარჯვება საბოლოოდ 2014 წელს გაფორმდა. ბუხმესეს დირექტორმა კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ აღიარა, რომ არასოდეს მიუციათ ეს სტატუსი ისეთი პატარა ლიტერატურული ბაზრისთვის, როგორიც საქართველოს აქვს.
მთავარი სცენა საპატიო სტუმრისთვის ფრანკფურტის ყველაზე დიდი პავილიონია. 1500 კვ. მეტრის ფართობზე სხვადასხვა ქვეყანას იქ მსოფლიოს საოცრებები ჩააქვს. ჩვენი საოცრება სამბუნებოვანი ქართული ანბანი იქნება.
ვიდეოს სანახავად მიჰყევით ბმულს.
ავტორი: მაია ლომიძე.