პრეზიდენტმა ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს 6 კანდიდატურა წარუდგინა, რომლებიც კონკურსის საფუძველზე შეირჩა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცლებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, გიზო მჭედლიძის, უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მან გიორგი ჯავახიშვილისა და ლევან ტურაშვილის კანდიდატურები წარადგინა.
ცესკო-ს წევრის, თამაზ შარმანაშვილის, უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით დავით ღონღაძისა და ზურაბ ხრიკაძის კანდიდატურებია წარდგენილი.
ხოლო ცესკო-ს წევრის, კონსტანტინე კირვალიძის, უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, გიორგი ჭიქაბერიძისა და ნათია ჯიქიას კანდიდატურები დაასახელა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსი 2014 წლის 8 დეკემბრიდან გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 37 განაცხადი შევიდა, საიდანაც 6 კანდიდატი შეირჩა.