08 იანვარი 2026,   15:12
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია გრძელდება. აუდიტორია 115-ის, მწვანე მუშტის და პროფკავშირების აქტივისტები ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესების გაპროტესტების დროს შენობაში შეიჭრნენ. 

აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას მათთვის 5 წუთიანი ეთერის გამოყოფას სთხოვდნენ. მწვანე მუშტის წარმომადგენელმა მოამბის პირდაპირი ეთერის დროს საზოგადოებას მიმართეს და გაერთიანებისკენ მოუწოდეს. მათ განცხადებით ხელისუფლებას ხალხის ინტერესების გატარებისკენ მოუწოდეს.

ამჟამად აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა დატოვეს და აქცია მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება. მათ ასევე, ხვალ 17:00 საათზე აქციის განახლება დააანონსეს. 

დღის ამბები