ბაჩო ახალაის სასმრლთო პროცესი 13 ოქტომბერს გაიმრთება. პროცესზე ბრალდება საბოლოო სიტყვას წარადგენს. დაცვის მხრემ დღეს მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა საქმეს მტკიცებულებად დართვოდა ევროსაბჭოს რეოზულუცია, რაზეც სასამართლომ უარი თქვა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროსაბჭო ასეთი კრიტიკული საქართველოს მიმართ არასოდეს ყოფილა. მისივე თქმით, აშკარაა პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ახალაია უნდა იჯდეს ციხეში და შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში გაძლიერდეს ზეწოლა სასამართლოზე, რათა ის არ გაათავისუფლონ წინასწარი პატიმრობიდან.