უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭია. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტისთვის ხელმეორედ წარდგენილ კანდიდატებს კომიტეტის წევრებმა ნდობა უკვე მეორედ გამოუცხადეს. ფარულ კენჭისყრაში 6 დეპუტატი მონაწილეობდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე მათ წარდგენას ექვსივემ მხარი დაუჭირა.
მოსამართლეობის კანდიდატებთან შეხვედრა მოკლე ფორმატში წარიმართა და ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმიში გაგრძელდა. მოკლე ფორმატში შეხვედრის მიზეზი კი ის იყო, რომ ანალოგიური შეხვედრა დეპუტატებსა და კომიტეტის წევრებს შორის ივნისშიც გაიმართა. ნინო ბაქაქურმა და ზურა ძლიერიშვილმა დეპუტატებს მათ სამომავლო გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტში ხვალ უკვე ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან.
შეგახსენებთ რომ გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიმდინარე წლის ივნისის თვეშიც წარუდგინა თუმცა პლენარულ სხდომაზე კანდიდატები არასაკმარისი ხმების გამო ჩავარდა.