13 იანვარი 2026,   03:59
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს

პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა მოსამართლეობის კანდიდატებმა დეპუტატების პირველი მხარდაჭერა მიიღეს. სავარაუდოდ, მომავალ კვირას კანდიდატურებს სესიაზე განიხილავენ, მანამდე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებია დაგეგმილი. დღეს კი ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს პირველი ნდობა იურიდიულმა კომიტეტმა გამოუცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატების შეფასებით, კარგი იქნება, თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს წარდგენილი კანდიდატებს და პოლიტიკურ პროცესებს ჩიხში არ შეიყვანს. სახელისუფლებო გუნდი წევრი თინა ხიდაშელი კი იმ დიდ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებს აკისრიათ.

„წარსული გამოცდილებით, იმ ფონზე, რაც ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლებას სჭირდა, პასუხისმგებლობა არის მაღალი, ამიტომაც ჩემი კოლეგები უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან მოსამართლეების დამტკიცებას,“- აცხადებს თინა ხიდაშელი.

დღის ამბები