16 იანვარი 2026,   03:47
ვრცლად
ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თენგიზ ერისთავი თავისუფლია

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თენგიზ ერისთავი თავისუფალია. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ერისთავის ძმამ გიორგი ერისთავმა განუცხადა. მისივე თქმით, თენგიზ ერისთავი თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს. მოსამართლემ აღმკვეთი ღონისძიების ფორმა - პატიმრობა საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებების საფუძველზე შეცვალა. რუსთავი 2-ის კითხვაზე, რა ახალი გარემოებებია აღმოჩენილი, გიორგი ერისთავმა საუბრისაგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ საზოგადოება ამის შესახებ 29 ოქტომბერს შეიტყობს, როდესაც სასამართლოს სხდომა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, თენგიზ ერისთავი სამართალდამცველებმა 16 სექტემბერს დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მას ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა. აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინაწარი პატიმრობა თენგიზ ერისთავს თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 სექტემბერს შეუფარდა. 

დღის ამბები