საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაცია, რომელსაც ხელი პირველ მარტს მოეწერა, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს გამოქვეყნდება. უვიზო მიმოსვლა კი რეგულაციის გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება.
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლას უკვე 28 მარტიდან შეძლებენ.