კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი გუდაურში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, გუდაურსა და ნინოწმინდაში საკოორდინაციო შტაბები შეიქმნება.
შტაბები სხვადასხვა სამინისტროის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული, რომლებიც რეგიონში არსებულ ვითარებას ადგილზე შეისწავლიან და არსებული პრობლემების მოგვარებას შეეცდებიან.