გუდაურში ამ წუთებში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, საბჭო დიდთოვლობასთან დაკავშირებით რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნის გზებზე მსჯელობს.
საბჭოს სხდომას შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, ასევე საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე ესწრებიან.