12 იანვარი 2026,   17:37
ვრცლად
არეულობა ბათუმში-აჭარის მთავრობას, უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის დახურული შეხვედრა იწყება

ამ წუთებში აჭარის მთავრობას, უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის დახურული შეხვედრა იწყება, რომელზეც მთელი ღამის განმავლობაში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

ვითარება ქალაქში დილის 06:00 საათისთვის განიმუხტა, მანამდე კი მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეები ქვებს ესროდნენ და წვავდნენ პოლიციის მანქანებს. სამართალდამცველებმა მათი ნაწილი დააკავა. 

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა პარკირების წესების დარღვევის გამო 2 მძღოლი ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დაუმორჩილებლობის მოტივით, დააკავეს. ამ ფაქტს თვითმხილველების უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. შედეგად, პოლიციამ 6 პირი დააკავა. დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან შეიკრიბნენ და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები