10 იანვარი 2026,   04:18
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის პრეზიდენტთან შეხვედრა დასრულდა

ოპოზიციის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან ადმინისტრაციაში დასრულდა. ევროპული საქართველოს წევრები პრეზიდენტს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით შეხვდნენ.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქვეყნის პირველ პირს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები გააცნეს.

გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამ წუთებში ის ენმ-ის წარმომადგენლებს ხვდება. ხვალ კი პატრიოტთა ალიანსის წევრებს შეხვდება.

გიორგი მარგველაშვილს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 21 მარტამდე აქვს.

დღის ამბები