საკონსტიტუციო კომისიამ ე. წ. სტრასბურგის მოდელზე, რაც საკონსტიტუციო კომისიისთვის ფუნქციის დამატებას ითვალისწინებდა, უარი თქვა.
ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან გუშინ, კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ, გააკეთა.
საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით განიხილებოდა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა მისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, გადასინჯოს და დაადგინოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა.
"სამწუხაროდ, ეს საკითხი უარყოფილია და კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს უფლება არ მიენიჭება,” - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.