გედევან ფოფხაძის ინიციატივას პოლიციელებისთვის ორდერის გარეშე ჩხრეკის უფლების მიცემის თაობაზე რესპუბლიკელები იწუნებენ.
ამის შესახებ განცხადება გიგლა აგულაშვილმა გააკეთა და საკუთარი არგუმენტებიც მოიყვანა.
"ამ ინიციატივას ეჭვის თვალით ვუყურებ იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ გამომძიებელმა განუმარტოს ჩხრეკის საფუძველი, შეიძლება მუდმივი დავის საგანი იყოს სასამართლოში. ყველა შემთხვევაში, მე ვფიქრობ, უმჯობესია მოტივირებული, დასაბუთებული დადგენილების არსებობა იმისათვის, რომ შემდგომში არსებობდეს ამ ქმედების გასაჩივრების ლეგიტიმური საფუძვლები,"- ამბობს აგულაშვილი.
გადაუდებელი აუცილებლობის დროს სამართალდამცველებს ჩხრეკის ჩატარება ორდერის გარეშე შეეძლებათ. მათ მიერ დადგენილების ოქმის გამოტანა საჭირო აღარ გახდება. ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის. გამომძიებლის ვალდებულება იქნება ზეპირსიტყვიერად განმარტოს ჩხრეკისა და ამოღების საფუძვლები.