კვირის ბოლოს ლარი მცირედით გაუფასურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს, რომელიც კურსს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, ადგენს.
ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4513 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4509 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
1 ევრო კი 2.6484 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6443 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0041 ლარი შეადგინა.