კვირის ბოლოს ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, რომელიც გუშინ საღამოს ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად დადგინდა, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4151 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4270 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0119 ლარი შეადგინა.
1 ევრო კი 2.5680 ლარია მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.5884 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0204 ლარი შეადგინა.