13 იანვარი 2026,   14:00
ვრცლად
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს არ აღიარებს

ევროკავშირი 9 აპრილს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში „საპრეზიდენტო არჩევნებისა“ და სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შედეგებს არ აღიარებს.

ამასთაბ დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური ავრცელებს.  

„ევროკავშირი არ სცნობს იმ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებში 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გაიმართება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. 

დღის ამბები