14 იანვარი 2026,   15:44
ვრცლად
5 საათიანი შიმშილობა - ხატიაშვილის აქცია დასრულებულია

რამდენიმე საათიანი შიმშილობის აქცია დასრულებულია. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პროტესტი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილესთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ შეწყვიტა.

მხარეებს შორის შეთანხმებას წინ უძღოდა ხმაური და დაპირისპირება ზაზა ხატიაშვილსა და კახი კახიშვილს შორის. ზაზა ხატიაშვილი აპროტესტებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიხედვითაც საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფთა მონახულებისთვის ადვოაკტებს 2015 წელს ახალი ორდერი უნდა აეღოთ. აქცენტი ონკოლოგიურ საავადმყოფოში მომხდარ ერთ კონკრეტულ ფაქტზე  კეთდებოდა. ხატიაშვილმა პირობა მიიღო, რომ მომხდარის გამოძიება მოხდებოდა.

დღის ამბები