გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში 94 წლის მამაკაცი დააყაჩაღეს. შალვა ბაციაშვილს წუხელ გვიან ღამით დაესხნენ თავს.
მოხუცი ნაცემია და სახლიდან წაღებულია 100 ლარი.
ბაციაშვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
არის თუ არა სახლიდან წაღებული სხვა ნივთებიც ეს ამ დროისთვის უცნობია.