16 იანვარი 2026,   09:33
ვრცლად
"ქუთაისში და ვანში მიმდინარეობს პოლიტიკური რეპრესიები" - დეპუტატი გია თევდორაძე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე აცხადებს, რომ ვანისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური რეპრესიები და საკადრო წმენდა მიმდინარეობს.

გია თევდორაძემ ბრიფინგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისში გამართა. დეპუტატმა განაცხადა, რომ რამდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც ტესტირების შედეგად მინიმალური ზღვარი გადალახეს, სამსახურიდან დაითხოვეს. პრესკონფერენციას ესწრებოდა ამ ფორმით გათავისუფლებული ერთ-ერთი მოქალაქე, ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ანრი თევდორაძე.

„სამსახურიდან გათავისუფლების ეს შემთხვევა ცხადყოფს, რომ ქუთაისში და ვანში მიმდინარეობს პოლიტიკური რეპრესიები. ე.წ. რეორგანიზაციის თუ გარკვეული რეფორმების პროცესი ნებისმიერ თვითმმართველობაში არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური წმენდის პროცესი, რის შედეგადაც ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო გამოცდილება და გარკვეული კომპეტენცია პოლიტიკური გემოვნების გამო უშვებენ სამსახურიდან,“ - განაცხადა დეპუტატმა.

დღის ამბები