15 იანვარი 2026,   00:45
ვრცლად
რატომ გაათავისუფლეს თენგიზ ერისთავი? - სასამართლო განმარტავს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში ბრალდებული თენგიზ ერისთავის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელმაც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების ფორმა პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს დაცვის მხარემ გუშინ მიმართა; სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დასაშვებად სცნო, განიხილა ზეპირი მოსმენით და ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი - 10 000 ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე დააკმაყოფილა. ბრალდებული თენგიზ ერისთავი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.

ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარე და თავად ბრალდებული. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე დაიკითხა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე ყველა პირი, რაც თავისთავად მინიმუმამდე ამცირებს მოწმეებზე ზემოქმედების რისკს. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო დასაბუთებული და აღარ არსებობდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძვლები,”- ნათქვამია განცხადებაში.

ერისთავის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს არის დანიშნული.

 

დღის ამბები