რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ცოლ-ქმარი დააკავეს. კახა ყაზიშვილი და ნანა ნატრიაშვილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნათესავებთან მიდიოდნენ, თუმცა ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის საშუალება მათ რუსმა სამხედროებმა არ მისცეს. ოკუპანტები შეცდომაში შეიყვანა დაკავებულთა გვარებმა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ ქალი და მამაკაცი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. საბუთების შემოწმების შემდეგ ცოლ-ქმარი გაათავისუფლეს, თუმცა გამყოფი ხაზის გადაკვეთის საშუალება მაინც არ მისცეს. შემთხვევა დღეს სოფელ ქვეშში მოხდა.