03 იანვარი 2026,   12:47
ვრცლად
2 ავარია თემქაზე - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

თემქაზე მე-11 მიკრორაიონში, უნივერსამთან, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე თვითმხილველები რუსთავი2-ს ატყობინებენ, რომ თემქაზე მეორე ავარიაც მოხდა. შემთხვევა თბილისის ზღვის ასახვევთან მოხდა, რომელშიც რამდენიმე მანქანა ერთად მოჰყვა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

 

დღის ამბები