15 იანვარი 2026,   01:06
ვრცლად
დავით ბაქრაძე ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებას მიესალმება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებას მიესალმება და აცხადებს, რომ ამ ფონზე საქართველოსთვის ეროვნული პროგრამა არის ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას ხელს შეუწყობს.

„ეროვნული პროგრამა, ეს არის ერთ-ერთი იმ ინსტრუმენტთაგანი, რომელიც ზუსტად გენერალური მდივნის მოადგილემ, ბატონმა ვერშბოუმ, ახსენა, რომ საქართველოს აქვს საკმარისი ინსტრუმენტები, რათა გააგრძელოს სვლა ნატო-ს წევრობისაკენ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ დაადასტურა, რომ ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს მომავალ გაწევრიანებას ალიანსში.

ეს განცხადება ალექსანდრ ვერშბოუმ "ტვიტერის" მიკრობლოგზე გამოაქვეყნა.

დღის ამბები