საგარეო საქმეთა სამინისტრო ხვალ მედიას და საზოგადოებას ანგარიშს ჩააბარებს. დიპლომატიური უწყება 2014 წლის საქმიანობას შეაჯამებს. ბერუჩაშვილის ანგარიშის პრეზენტაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში 15 საათზეა ჩანიშნული. უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013-2014 წლებში საგარეო პოლიტიკური მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრებს.
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, მინისტრთა კაბინეტისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.