12 იანვარი 2026,   12:50
ვრცლად
საქართველოს ხვალ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ეწვევა  

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ეწვევა. სპენსერ ოლივერს თბილისში ხვალ ელოდებიან. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, ასევე პარლამენტის თავმჯომარესთან და საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან. მხარეები საქართველოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელებენ.
ეუთოს გენ. მდივანი კონსულტაციებს გამართავს თამარ ბერუჩაშვილის პირველ მოადგილესთან, დავით დონდუასთანაც.
სპენსერ ოლივერი საქართველოს 19 იანვარს დატოვებს.

დღის ამბები