12 იანვარი 2026,   19:20
ვრცლად
რას წერს ევროკომისარი საქართველოზე?

"ახალი პროგრამა მკაფიო სიგნალია, რომ ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საქართველოს მხარდაჭერა ასოცირების შესახებ ხელშეკრულების განსახორციელებლად," - ამის შესახებ საუბარია ევროკომისრის იოჰანეს ჰანის განცხადებაში, რომელიც ევროკომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ევროკომისრის შეფასებით, ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს ევროპულ ბაზართან ქართული ეკონომიკის ინტეგრაციას.

”საქართველომ სწორად დაასკვნა, რომ მდგრადი ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა მცირე ბიზნესის წინა პლანზე წამოწევა,” - ნათქვამია იოჰანეს ჰანის განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები