საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მაია ფანჯიკიძის თქმით, ქართული მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო საზოგადოებასთან, რომ არ მოხდეს ზეწოლა იქ მცხოვრებ ქართველებზე.
`საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებული და ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ საშიში ტენდენციები შეინიშნება აფხაზეთში. განსაკუთრებით გვაღელვებს ის, რომ ქართველი მოსახლეობის მიმართ არის აგრესია და კეთდება აგრესიული განცხადებები. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმას, რა ხდება იქ, გვაქვს ჩვენი დასკვნები და კიდევ ერთხელ ვამბობ, მობილიზებულია საერთაშორისო საზოგადოება,`- განაცხადა მინისტრმა.