15 იანვარი 2026,   04:42
ვრცლად
თარგამაძის ვარაუდით, მისი მეგობრის მანქანა პოლიციისა და კრიმინალების ერთობლივი დაკვეთით დაწვეს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე, ადასტურებს, რომ დავით მანჯავიძე, რომელსაც დღეს დილით ბათუმში ავტომანქანა დაუწვეს, მისი მეგობარი და თანამოაზრეა.

ამის შესახებ განცხადება პარლამენტის წევრმა "რუსთავი2"- თან საუბრისას გააკეთა.

"მე და დათო ერთად ვიბრძოდით ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ. მე მაქვს ერთადერთი ვარაუდი, რომ მისი მანქანა ჩემთან მეგობრობის გამო დაწვეს. ის მე აქტიურად მეხმარებოდა ბოლო პერიოდში აჭარაში მიმდინარე პროცესების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მიწოდებაში," - განუცხადა თარგამაძემ "რუსთავი 2"-ს.

მისივე თქმით, დღეს აჭარის პოლიცია და კრიმინალები ერთმანეთთან ალიანსში იმყოფებიან და მანქანის დაწვაც მათი ერთობლივი ნამოქმედარია.  

"მინდა მივმართო ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა შეკვეთილი მკვლელობის ეპოქამდე: თქვენ აუცილებლად მიიღებთ განაჩენს, რომელსაც ხალხი უახლოს არჩევნებზე გამოგიტანთ!" აცხადებს თარგამაძე.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები