15 იანვარი 2026,   21:45
ვრცლად
დავით უსუფაშვილის რჩევა და მიმართვა დეპუტატებს

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, კოლეგებს მიმართავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და უზენაესი სასამართლოს კიდევ ორი მოსამართლის არჩევასთან დაკავშირებულ პროცესს ჭკუით და გონიერებით გაუმკლავდნენ.

შესაბამისი განცხადება უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, თუკი ვინმეს თემის გარშემო სკანდალი და ზედმეტი აჟიოტაჟი სურს, ამის საშუალება არ უნდა მიეცეს.

"პარლამენტს კანონი უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს აკისრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების ნაწილში. თებერვალში უზენაეს სასამართლოში, მინიუმ, სამი მოსამართლე გვეყოლება განსაწესებელი. კანდიდატურას პრეზიდენტი ასახელებს, ხოლო იხილავს და ნიშნავს ან არ ნიშნავს პარლამენტი. იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად ეფექტური იყოს და მივიღოთ მთავარი შედეგი - გაცილებით უკეთესი ვითარება მართლმსაჯულების სისტემაში, ამ პროცესს და პროცედურებს სათანადო ჭკუით და გონიერებით უნდა გავუმკლავდეთ, მათ შორის კონსულტაციების პროცესს.

"თუ ვინმეს სკანდალები და ზედმეტი აჟიოტაჟი სურს, ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. თუ ვინმე ითხოვს, რომ ამ თემაზე საჯარო კონსულტაციები გაიმართოს და კანდიდატურების განხილვაში წინასწარ ჩავერთოთ, ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება. ეს საჯარო პროცესი არ არის. როცა კანდიდატები პარლამენტში დასახელდება, საჯარო პროცესი ამის შემდეგ იქნება, როცა კანდიდატებს განვიხლვათ. პროფესიონალური ნიშნით კონსულტაციები მიმდინარეობს და გაგრძელდება," - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები