„ბერლინის კედელი სამყაროს არ სჭირდება“-ეს განცხადება აშშ-ს ელჩმა დღეს სოფელ ქვეშში გააკეთა, სადაც ის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში USAID-ის დახმარებით განხორციელებულ პროექტებს გაეცნო.
მისი თქმით იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ ასე ახლოს არის ცხინვალთან და შეუძლებელია საზღვრის გადაკვეთა. რიჩარდ ნორლანდმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების ყოველდღიური ურთიერთობა და მიეცეთ მათ კონტაქტის საშუალება.
„ტრაგიკულია, როდესაც ხელოვნური ბარიერები ყოფენ ადამიანებს. მიუხედავად ამისა პოლიტიკურ დონეზე მიმდინარეობს საუბრები და გამოსავლის ძიება“-განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში.