ვინ შეცვლის კოტე კუბლაშვილს და რა კტირერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარე-ამ თემებზე სასაუბროდ დღეს პრეზიდენტთან საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველი კუალიციიდან მხოლოდ დავით საგანელიძე მივიდა.
სწორედ დავით საგანელიძემ გააცნო საქართველოს პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობის ხედვა საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალ თავჯდომარესთან დაკავშირებით.
საგანელიძის განცხადებით კრიტერიუმები ასე გადანაწილდა: "თავჯდომარე უნდა იყოს ყველაზე ღირსეული, პროფესიონალი, სანდო და წესიერი ადამიანი"
პრეზიდენტთან შეხვედრას დავით საგანელიძე დადებითად და კონსტრუქციულად აფასებს.