14 იანვარი 2026,   07:38
ვრცლად
ნაფიცი მსაჯულების საქმიანობა არ შეიცვლება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა იმ პროექტს, რომლის მიხედვითაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თანამდებობის პირთა საქმეებს აღარ განიხილავს. მმართველი გუნდი იმ ნორმის გაუქმებას გეგმავს, რომელიც ერთი წლის წინ თავადვე მიიღო.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ამ ცვლილებების გამო არათანმიმდევრულობაში მმართველ გუნდს არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ადანაშაულებს. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსჯადი პირების წრის შემცირებას და არც ინსტიტუტის გაუქმებას არ დაუჭერს.

კანონპროექტის ინიციატორები ცვლილებების მთავარ არგუმენტად სასამართლო პრაქტიკაში გამოვლენილ ხარვეზებს ასახელებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაუგებარია, რა სტატისტიკასა და ხარვეზებზე საუბრობს მმართველი გუნდი, როცა თანამდებობის არცერთი პირის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ განუხილავს.

ცვლილებები პლენარულ სხდომაზე საგაზაფხულო სესიაზე გავა. მმართველ გუნს პარალელურად საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმებაზე მსჯელობის დაწყება სურს.

ამავე თემაზე
დღის ამბები