“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, სავარუდოდ, მომავალ კვირას შედგება. დღის ბოლოს უმრავლესობის შეხვედრა ისე დასრულდა, რომ კონკრეტული დღისა და ფორმატის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ისინი არ შეიცვლიან პოზიციას ისეთ პრინციპულ საკითხებზე, რომელიც საარჩევნო სისტემას, მიწის საკითხს, ქორწინების თემას ეხება. თუმცა, გიორგი ვოლსკის თქმით, ოპოზიციასთან საუბარი შეიძლება საარჩევნო ბარიერსა და ბლოკებზე.
"ჩამოყალიბდნენ ჯერ თვითონ ჯგუფში, ულტიმატუმის ენით ილაპარაკონ, მოლაპარაკების ენა აირჩიონ და ის საკითხები, რომელზეც თვითონ შეთანხმდებიან შიგნით, ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ,“ - აცხადებს გია ვოლსკი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ უმრავლესობა ოპოზიციის ერთიანი პოზიციის მოლოდინშია.
„ამ გადასახედიდან პროცედურულადაც კი წარმოუდგენელია რაიმე ცვლილება. ჩვენ ვართ მზად შეხვედრისთვის, საუბრისთვის, მაგრამ ველოდებით, ერთიანი პოზიცია ექნება თუ არა ოპოზიციას ამ შეხვედრისთვის,“ - აღნიშნა ეკა ბესელიამ.