სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვევრის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ოთარ კუპრაშვილმა თანამდებობა აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე დატოვა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვევრის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ კუპრაშვილმა თანამდებობა დატოვა. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში, არავითარი კითხვები არ დარჩეს. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გამოძიების დასრულებამდე, მან თანამდებობა დატოვოს," - ნათქვამია განცხადებაში.