დიდი ოდენობით ჰეროინის გადატანისთვის დაკავებული გურამ ცეცხლაძე თავისუფალია. 2 ტონა და 790 კგ თხევადი ჰერიონის გადატანის ბრალდებით დაკავებულმა ცეცხლაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა. პროკურატურამ დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
დევნის შეწყვეტის მიზეზი ცეცხლაძის მისამართით არარსებული მტკიცებულებები გახდა.
თავად საქმის ძიება კი გრძელდება და როდის გადამისამართდება იგი სასამართლოში, ამ ეტაპზე უცნობი რჩება.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკური საშუალება ჰეროინის ამოღება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 11 ივლისს შეძლეს. რის გამოც მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საქმის გახსნისთვის პრემიერ-მინისტრისგან მადლობაც მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წინასწარი ცნობით, ამოღებულ 30-კილოგრამიან 93 კასრში მოთავსებული სითხის 80% სუფთა ჰეროინი იყო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.