15 იანვარი 2026,   14:24
ვრცლად
საქართველო და სომხეთი პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენულ არჩევანს, - უსუფაშვილი

საქართველო და სომხეთი პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენულ არჩევანს - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში საქართველო-სომხეთის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ხოლო სომხეთი რამდენიმე დღეში შეუერთდება ევრაზიის კავშირს, უარყოფით გავლენას არ იქონიებს ორი მოძმე ქვეყნის საუკუნოვან ურთიერთობებზე.

„მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო ჩვენი სომეხი კოლეგები, რომ საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან სულ უფრო და უფრო მზარდი სიახლოვე და ევროინტეგრაცია არავითარ შემთხვევაში და არაფერში არ აისახება ნეგატიურად ჩვენს მოძმე სომეხ ხალხთან ურთიერთობაში. ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ჩვენ წარმოგვიდგენია, როგორც მეზობელი სომხეთისთვის ხელსაყრელი ვითრება,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა გალუტს საჰაკიანმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მათი გაღრმავების აუცილებლობაზე ილაპარაკა.

„ჩვენი ქვეყნები დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ განსხვავებული გზებით განვითარდნენ, თუმცა ჩვენი აზრია, რომ არსებული ურთიერთობები კიდევ უნდა გაღრმავდეს და განვითარდეს. პარლამენტებს შორის კავშირს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ამიტომაც მოვუწოდებ ორივე ჯგუფს აქტიური თანამშრომლობისკენ. ველოდები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს სომხეთში, რათა განვიხილოთ სამდღიანი შეხვედრების შედეგები და ახალი გეგმები,“ - განაცხადა გალუსტ საჰაკიანმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები