06 იანვარი 2026,   17:39
ვრცლად
ოთარ კახიძე პოლიციაში დაიბარეს

ოთარ კახიძე პოლიციაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს თავად საქართველოს პარლამენტის წევრმა დაუდასტურა. „ევროპული საქართველოს“ წევრი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. 

"ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ აქციაზე "არა რუსულ ფაშიზმს", ოთარ კახიძე იარაღით იმყოფებოდა.

შს სამინისტროში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, რომ ოთარ კახიძე პოლიციაში გამოკითხვის მიზნით დაიბარეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამმართველომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლისა და 239-ე მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოკითხვის შემდეგ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება, რომელიც სასამართლოში იქნება წარდგენილი და სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. 

 

დღის ამბები