უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე შს სამინისტროში მიმდინარე საკადრო პოლიტიკაზე საუბრობს.
კაკაბაძე თვლის, რომ "მირზოევის გადადგომა საკმარისი არ არის და მასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყო".
"ეს არის დასაწყისი. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მირზოევის გადადგომა ნიშნავს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წავა. თუმცა, მოვითხოვ, რომ გამოძიებული იქნას მისი საქმიანობა ბოლო წლების განმავლობაში და დადგენილი იქნეს კავშირი მასსა და მინისტრს შორის,"- აცხადებს ნანა კაკაბაძე.