14 იანვარი 2026,   07:38
ვრცლად
რა ქონებით დატოვა თანამდებობა შს მინისტრმა?

ალექსანდრე ჭიკაიძემ ქონებრივი დეკლარაცია გადადგომამდე 2 კვირით ადრე, 13 იანვარს შეავსო. 

დეკლარაციით დგინდება, რომ ალექსანდრე ჭიკაიძის სახელზე ირიცხება 293 კვ/მ  მშენებარე ბინა ალესანდრე ყაზბეგის და მიცკევიჩის ქუჩებს შორის.

ეს ბინა, დეკლარაციის მიხედვით ჭიკაიძეს 2013 წლის 29 ნოემბერს, მინისტრად დანიშვნიდან 9 დღეში, უყიდია. ცნობისთვის, შს მინისტრად ის 2013 წლის 20 ნოემბერს, მას შემდეგ დაინიშნა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა.  

 

ბინის დეკლარირებული საფასური 169 ათასი აშშ დოლარია.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, მან 2013 წლის 29 ნოემბერსვე "საქართველოს ბანკიდან" აიღო 140 ათასი აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი. თუმცა, 140 ათასი აშშ დოლარი გასავლის სახით მას 2014 წელს აქვს დაფიქსირებული. ასევე გასავლის სახით 2014 წელს დაფიქსირებული აქვს 10 ათასი აშშ დოლარი, როგორც კრედიტის პროცენტი.

ცნობისთვის, მას კრედიტი 10-წლიანი ვადით აქვს აღებული და 2023 წლამდე უნდა დაფაროს.

რაც შეეხება მის შემოსავლებს, ბოლო დეკლარაციის მიხედვით, მან 2014 წლის განმავლობაში მთლიანობაში 81569.42  ლარი  აუღია.  მის მეუღლეს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში ექიმად მუშაობს, მთელი წლის განმავლობაში  12 972 ლარი აუღია. 

სხვა რაიმე შემოსავალზე დეკლარაციაში ინფორმაცია არ არსებობს.    

დღის ამბები