ამერიკის მიერ რუსეთისა და ირანისთვის სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, მოსკოვმა საპასუხო ზომები აამოქმედა. საგარეო საქმეთა უწყებამ შეერთებული შტატების საელჩოს დიპლომატების რიცხვისა და პერსონალის შემცირება მოსთხოვა. სამინისტროს მოთხოვნით, პირველი სექტემბრისთვის საელჩოში მხოლოდ 455 ადამიანი უნდა მუშაობდეს, ზუსტად იმდენი, რაც რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში, შეერთებულ შტატებში.
ამას გარდა საგარეო უწყებამ საელჩოს მოსკოვსა და მის შემოგარენში არსებული შენობები და აგარაკები ჩამოართვა. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი არ დაელოდა დონალდ ტრამპის მიერ კანონის ხელმოწერას, რადგან სენატის მხრიდან დოკუმენტის უპირობო მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.