12 იანვარი 2026,   11:09
ვრცლად
ნუკრი ქანთარიას ჯანყარაშვილის ორგანიზატორული შესაძლებლობების იმედი აქვს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ზვიად ჯანყარაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა მმართველი პარტიის წევრი ნუკრი ქანთარია.

დეპუტატმა ჯანყარაშვილის ორგანიზატორულ შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობა პარტიის რეფორმირებას ხელს შეუწყობს, რაც აუცილებელია მომდევნო არჩევნებამდე.

„მას აქვს გარკვეული ორგანიზაციული უნარი და პარტიას დღეს ძალიან სჭირდება სწორედ ორგანიზება. პარტიას აუცილებლად სჭირდება რეფორმები და გარდაქმნა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტია. თუ ბატონი ჯანყარაშვილი ამას შეძლებს, მე მხოლოდ მივესალმები,“- განაცხადა ქანთარიამ „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღის ამბები