03 იანვარი 2026,   07:17
ვრცლად
წლების განმავლობაში ფიზიკური ძალადობა მეუღლეზე - შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოში ერთი პირი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული საკუთარ მეუღლეს წლების განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საკუთარი სახლიდან გაქცევას და მიმალვას ცდილობდა.

დღის ამბები