16 იანვარი 2026,   11:56
ვრცლად
„ახლა ჭიკაიძისკენ თითის გაშვერა უსინდისობაა,“ - გივი თარგამაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გივი თარგამაძე, ჭიკაიძის გადადგომას აფასებს და აცხადებს, რომ ყველა პოლიციელის დანიშვნა თანამდებობაზე უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან თანხმდებოდა და ახლა ჭიკაიძისკენ თითის გაშვერა უსინდისობაა.

„თითოეული ის პოლიციელი, რომლებზეც იყო პრეტენზია, თანამდებობზე დაინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის და ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. მაშინ, როდესაც თითოეულ თანამდებობაზე კანდიდატურა თანხმდებოდა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან. ამიტომ ახლა თითის გაშვერა ჭიკაიძისკენ არის უსინდისობა. უსინდისობა არის ისიც, რომ ეს პოლიციელები გამოიყენეს. მათი მეშვეობით ამუშავეს პრაქტიკულად ქალაქის პოლიცია 2 წელი და ახლა მათი დასჯა აქვთ გადაწყვეტილი,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გივი თარგამაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები