15 იანვარი 2026,   00:44
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ჩინეთში

10 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს გაო ხუჩენს შეხვდა. შეხვედრა ჩინეთში საქართველოს ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებზე, მათ შორის, ტვირთბრუნვის ზრდის დინამიკაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის და საქართველოში ჩინური ინვესტიციების განხორციელებაზე.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების განვითარება ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი დაინტერესებულია დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებით და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის დერეფნის განვითარებით. მათ შორის იმ პოტენციალით, რომელიც საქართველოს აქვს.

დღის ამბები