10 იანვარი 2026,   09:28
ვრცლად
ხანძარი გორის მუნიციპალიტეტში - ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს

შიდა ქართლში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობს. ცეცხლი სოფელ შავშებთან სახნავ-სათესი მიწების ტერიტორიაზე ბალახს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ რუსთავი2-ს განუცხადა, რომ ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მათი ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის. 

დღის ამბები