12 იანვარი 2026,   11:07
ვრცლად
საბერძნეთში დათა ახალაიას სასამართლო სხდომა გადაიდო

დააკმაყოფილებს თუ არა საბერძნეთის სასამართლო ქართული მხარის მოთხოვნას დათა ახალაიას ექსტრადაციასთან დაკავშირებით, ეს კვლავ უცნობია.

სასამართლო პროცესი, რომელიც საბერძნეთში დღეს უნდა გამართულიყო მოსამართლის გადაწყვეტილებით გადაიდო.

მოსამართლე საქმეზე გადაწყვეტილებას 16 ოქტომბერს გამოაცხადებს.  მანამდე კი მოსამართლემ დრო ითხოვა და სასამართლო სხდომის გადადების მიზეზად დამატებითი ინფორმაციის მოძიება და შესწავლა დაასახელა. 

სასამართლო პროცესს საბერძნეთში ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ესწრებოდნენ.

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ, გაათავისუფლეს. 

დღის ამბები