საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი დღეს მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს სოციალური ქსელით პასუხობს. "ხან აღმოვაჩინე, რომ თურმე პრეზიდენტის ვიზიტებს "ვამზადებდი". ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებს, წარმოდგენა არ აქვს თუ როგორ მზადდება საპრეზიდენტო ვიზიტები! მესმის, რომ შიშს დიდ თვალები აქვს, მაგრამ ტყუილებს - მოკლე ფეხები. თურმე ზოგიერთებს ტვინიც მოკლე ჰქონიათ. ხოდა გაოცების ნიშნად ვშლი ხელებს. ურიგო არ იქნებოდა ასეთი ჭორების გამავრცელებლებმა ქვეყანას მიხედონ, რომლის საერთაშორისო რეპუტაცია კატასტროფულად დაეცა! ასევე ვურჩევ მათ ისწავლონ მეგობრობა პოლიტიკის გარეშე. დამიჯერეთ შესაძლებელია!" წერს იაკობაშვილი. შეგახსენებთ რომ დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლების ერთმა ნაწილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს ვიზიტს აშშ თემურ იაკობაშვილი ამზადებდა.