თბილისის საქალაქო სასამართლოში ბექა წიქარიშვილის სასამართლო პროცესი მისივე დაცვის მხარის მოთხოვნით გადაიდო. ჯერ უცნობია, თუ როდის დაინიშნება მომდევნო პროცესი და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო. ბექა წიქარიშვილს მარიხუანის მოხმარებისთვის 7-წლიანი სასჯელი ემუქრება.
პროკურორ ნიკოლოზ ნინიძის თქმით, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე ლაპარაკი არ მიმდინარეობს. თავად ბრალდებული წიქარიშვილი არ გამორიცხავს, რომ მას საბოლოოდ 7-წლიანი სასჯელის მოხდა მოუწევს.
საზოგადოებრივი მოძრაობის „ბექა კრიმინალი არ არის” წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ, რათა ეს მუხლი არაკონსტიტუციურად ცნონ.